English / ქართული / русский /
ალფრედ კურატაშვილი
კანონმდებლობის მიზნობრივი მიმართულება ეკონომიკური ფაშიზმის სამსახურში – ეს არის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ (?!)

რეზიუმე

სამეცნიერო ნაშრომში განხილულია კანონმდებლობის მიზნობრივი მიმართულება ეკონომიკური ფაშიზმის სამსახურში – როგორც დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ (?!).

კანონმდებლობის მიზნობრივი მიმართულების პრობლემასთან დაკავშირებით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ კანონი და კანონმდებლობა მთლიანობაში, იქმნება იმისთვის, რომ ემსახუროს ადამიანის ინტერესებს – ემსახუროს ხალხის ინტერესებს, და არა პირიქით.

მაშასადამე, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კანონმდებლობის მიზნობრივ მიმართულებას, და, კერძოდ, იმას: ემსახურება თუ არა კანონი ადამიანის ინტერესებს – ხალხის ინტერესებს, თუ ემსახურება ის ფულის ბატონობას, ბაზრის ბატონობას,, მოგების, კაპიტალის ბატონობას ადამიანზე საზოგადოებაში და სახელმწიფოში?!

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პრინციპულად მნიშვნელოვანია ყურადღების მიქცევა იმაზე, რომ „კანონის უზენაესობა“, ისევე როგორც „სამართლის უზენაესობა“, საერთოდ, და, კერძოდ, იმ პირობებში, როდესაც კანონმდებლობა იმყოფება ფულის, ბაზრის, მოგების, კაპიტალის ბატონობის სამსახურში, არის ეკონომიკური ფაშიზმის უზენაესობა ადამიანის ინტერესებზე – ხალხის ინტერესებზე საზოგადოებაში და სახელმწიფოში (?!).

ამრიგად, ობიექტურ აუცილებლობას წარმოადგენს ჩემს მიერ შემუშავებული რადიკალურად ახალი მიდგომის გამოყენება კანონმდებლობის მიზნობრივი მიმართულების პრობლემისადმი.

ამასთან, კანონმდებლობის იმ მიზნობრივი მიმართულების რევოლუციურ ალტერნატივად, რომელიც ემსახურება ფულის, ბაზრის, მოგების, კაპიტალის ბატონობას ადამიანზე საზოგადოებაში და სახელმწიფოში – რომელიც ემსახურება ეკონომიკურ ფაშიზმს, დაფუძნებულს ადამ სმიტის ეგრეთ წოდებულ „უხილავ ხელზე“, უნდა გახდეს კანონმდებლობის მიზნობრივი მიმართულება, რომელიც ემსახურება ადამიანის ინტერესების – ხალხის ინტერესების ბატონობას (უზენაესობა), ჩემს მიერ შექმნილი პრინციპულად ახალი მეცნიერული მიმართულებების და პრინციპულად ახალი მეცნიერული თეორიების საფუძველზე – სოციალური მიზნის ფილოსოფიის, ხალხის ინტერესების უზენაესობის თეორიის და თანამდებობის პირთა უფლებებისა და პასუხისმგებლობის ბალანსირების თეორიის საფუძველზე.